Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ნოდარ ჯანაშიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი I საერთაშორისო სიმპოზიუმი

პროფესორ ნოდარ ჯანაშიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი

I  საერთაშორისო სიმპოზიუმი

ქართული თურქოლოგია

წარსული, აწმყო, მომავალი

14-15 ნოემბერი 2025

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ილია ჭავჭავაძის  გამზირი, I , თბილისი, საქართველო.

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერებს, ისე დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

სამეცნიერო მიმართულებები:

  • ფილოლოგია
  • სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია
  • ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია
  • კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა 
  • ეთნოლოგია, ანთროპოლოგია 
  • საერთაშორისო ურთიერთობები,  გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, თურქული, ინგლისური;
  • ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს არაუმეტეს ორი მოხსენებისა;
  • მოხსენება უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე;
  • თეზისები, მოცულობით – 300-400 სიტყვა, წარმოდგენილი უნდა იყოს

                  ქართულ/თურქულ და ინგლისურ ენებზე;

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

  • სიმპოზიუმის ჩატარების თარიღი: 14-15 ნოემბერი, 2025
  • თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 20 სექტემბერი, 2025
  • განაცხადზე პასუხი - 26 სექტემბერი, 2025;
  • სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა – 4 ოქტომბერი 2025;
  • პროგრამის გამოცხადება -17 ოქტომბერი, 2025

კონფერენციის რეგისტრაციის საფასური ადგილობრივი მონაწილეებისათვის:

ერთი ავტორისთვის – 80 ლარი.

თანაავტორისთვის - 120 ლარი.

დოქტორანტებისათვის -50 ლარი. 

კონფერენციის რეგისტრაციის საფასური უცხოელი მონაწილეებისათვის:

ერთი ავტორისთვის – 80 $

თანაავტორისთვის - 120 $

დოქტორანტებისათვის -50 $

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ანგარიში ეროვნულ ლარში):

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 204864548;

·მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;

·მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;

·ბანკის კოდი – TRESGE22;

·მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: ანგ.#708967499

სარეგისტრაციო თანხაში შედის:

  • ·სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე დასწრება (14-15 ნოემბერი, 2025);
  • ·სიმპოზიუმის ყველა სესიაზე დასწრება  (14-15 ნოემბერი, 2025);
  • ·საუნივერსიტეტო ტური;
  • ·სიმპოზიუმის პროგრამა;
  • ·სიმპოზიუმის მასალები;
  • ·სერტიფიკატი;
  • ·ყავისა და ჩაის შესვენება;

 

სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემდეგ, გთხოვთ, მითითებულ ვადაში დაფაროთ სარეგისტრაციო გადასახადი.

 

გადარიცხვისას მიუთითეთ:

  • ·მომხსენებლის სახელი, გვარი;
  • ·პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ქართული თურქოლოგია: წარსული, აწმყო, მომავალი
  • · სიმპოზიუმის ორგანიზატორია  თსუ ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის თურქოლოგიის კათედრა.

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის V

 კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #, ოთახი N , თბილისი, საქართველო.

დამატებითი ინფორმაცია:

მოხსენებათა თეზისები განთავსდება კონფერენციის ვებგვერდზე;

რჩეული მოხსენებების სრული ტექსტი ორმაგი ანონიმური რეცენზირების შემდეგ დაიბეჭდება კონფერენციის ელექტრონულ კრებულში.

თეზისები და მოხსენების სრული ტექსტი უნდა მომზადდეს APA სტილის დაცვით.

სიპოზიუმის ვებგვერდის მისამართი და სარეგისტრაციო ფორმა მალე გამოქვეყნდება.

სიმპოზიუმთან დაკავშირებული კითხვებისთვის მოგვმართეთ  ელ-ფოსტაზე:

info.turkology@tsu.ge 

პატივისცემით,

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი

თარიღი: 17/08/2025